Givi Mikanadze got acquainted with the rehabilitation works of the 3rd public school of Bolnisi

Primetime.ge 3 weeks ago 31
Givi Mikanadze got acquainted with the rehabilitation works of the 3rd public school of Bolnisi
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად ბოლნისის მე-3 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.სრულად რეაბილიტირებული სკოლა აღჭურვილი იქნება სასწავლო რესურსებით, ინვენტარითა და ტექნიკით. სკოლაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. უზრუნველყოფილი იქნება კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემებით.სკოლა 210 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი სრული რეაბილიტაციის პროექტს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო,  ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმების დაცვით ახორციელებს.
Read Entire Article