თორნიკე რიჟვაძემ ლევან მგალობლიშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.„თორნიკე რიჟვაძემ და ლევან მგალობლიშვილმა ერთმანეთს კოლეგა მინისტრები წარუდგინეს. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობის მხრიდან - ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხოლო აფხაზეთის მთავრობის მხრიდან, ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, კულტურის და განათლების მინისტრი დავით მორგოშია, იუსტიციის მინისტრი, გიორგი ძიგუა ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.