With such a campaign and the language of hatred towards our fellow citizens, it will be very difficult to restore the territorial integrity of Georgia - Sozar Subari on labeling Abkhazians and Ossetians as enemies

Primetime.ge 2 months ago 77
With such a campaign and the language of hatred towards our fellow citizens, it will be very difficult to restore the territorial integrity of Georgia - Sozar Subari on labeling Abkhazians and Ossetians as enemies
ომი რომ დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ყველა ქართველს გასიგრძეგანებული აქვს, აგენტურის გარდა, - განაცხადა მედიასთან საუბარში დეპუტატმა სოზარ სუბარმა.მისივე თქმით, აფხაზებსა და ოსებს მტრად თუ შევრიცხავთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალიან ძნელი იქნება.„ბოლო ორწელიწადნახევარში საქართველოს მიმართ ყველა განცხადება, ანგარიში, ქმედება და მოწოდება ჩვენი დაუძინებელი მეგობრებისგან [ეს ტერმინი უფრო სწორი იქნება, ამ კონტექსტში ვიდრე სხვა ტერმინი], მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო რამენაირად ჩაებას ომში და გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. შუა მართლა გაკრიფეს - ან ომში უნდა იყო, ან კაცობრიობის მტრად გაცხადებენ.დღევანდელი დღე, 22 სექტემბერი არის დღე, როდესაც ბაბუშარაში ჩამოაგდეს ჩვენი თვითმფრინავი, რის შედეგადაც 100-ზე მეტი ახალგაზრდა, გმირი სამშობლოს დამცველი დაიღუპა. 58 მათგანი თბილისში, ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. დღეს ვიყავი ძმათა სასაფლაოზე, სადაც ამ გმირების ოჯახის წევრებს შევხვდი. ერთ-ერთმა მათგანმა, ქალბატონმა ბელა ზალდასტანიშვილმა, ამ თვითმფრინავში 2 შვილი და 2 ძმა დაკარგა.ქართველებმა კარგად ვიცით რას ნიშნავს ომი. ომი რომ დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ყველა ქართველს გასიგრძეგანებული აქვს, აგენტურის გარდა. ხშირად გვეუბნებიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო, თითქოს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის თემა მოგონილია. არადა, რამდენი ასეთი განცხადება მოგვისმენია, სადაც ზოგიერთი ენჯეოშნიკ-ოპოზიციონერი აგენტი (მაგ. ნინო ლომჯარია) საქართველოს თავზე ცხელი ბომბების წვიმას ნატრობდა, სხვები კი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა და ახლა ის დროა, იარაღით აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობაო (კაპიტანი ეკა გიგაური).ბოლო დღეებში, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, რომ ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ ძალა და ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ომისკენ მოწოდების და სიძულვილის რიტორიკა გაათმაგდა. მაგალითისთვის ერთ-ერთი ოპოზიციონერი აქტივისტი
Read Entire Article