არჩევნებში გარედან ზღვარგადასული ჩარევების გამო, საარჩევნო პროცესი უკვე არათანაბარ და უსამართლო გარემოში მიმდინარეობს, - ნათქვამი საზოგადოება „ქართულის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„გასულ კვირას ქართული საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში, რომელიც საქართველოში NDI-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა ლარა თორნტონმა მოამზადა. ამ დოკუმენტიდან ცხადი გახდა, რომ გარკვეული ძალები დასავლეთში, უკვე საჯაროდაც აღარ მალავენ საქართველოსთან დაკავშირებულ დესტრუქციულ გეგმებს.ანგარიში გამონაკლისი არ არის. აშშ ადმინისტრაციის ბოლო უჩვეულოდ ინტენსიური აქტივობები მიუთითებს დასავლეთის დაინტერესებული ძალების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე გარედან ზემოქმედების მოხდენის მრავალთაგან კიდევ ერთ მცდელობას.პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა კიდევ ერთხელ დაფიქსირება იმისა, რომ ე. წ. ქართული არასამთავრობოები საქართველოს მოსახლეობის დასჯის მიზნით, ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვენ. ეს პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ გარედან დაფინანსებული ეს არასამთავრობოები რეალურად, უცხოური სახელმწიფოების სამთავრობო ორგანიზაციები არიან და ხელმძღვანელობენ არა ქართველი ხალხის, არამედ დამკვეთების მითითებებით.საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ამ საკითხის პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ იარაღად გამოყენება ქართველ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის. საზოგადოება „ქართული“ მიიჩნევს, რომ ასეთი რადიკალური, უსამართლო და მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული გეგმების უკან, მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლების ლოზუნგებით შეფუთვისა, რეალურად დგას მიზანი- როგორმე ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი სტრატეგიული გეგმების ბრმად აღმსრულებელი მთავრობა.„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით თუ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მათთვის არასასურველი შედეგით დასრულდა, ის არალეგიტიმურად უნდა გამოაცხადონ და სრული იგნორირება გაუკეთო?