„არანაირი პოლიტიკური კულტურა და კლასი არ არსებობს - ორივე ძალიან ამბიციური და ძალიან დიდი ეგოს მატარებელია“ - ლევან მაჭავარიანი ხაზარაძე-გახარიას არშემდგარ ერთობაზე

Primetime.ge 2 months ago 65
„არანაირი პოლიტიკური კულტურა და კლასი არ არსებობს - ორივე ძალიან ამბიციური და ძალიან დიდი ეგოს მატარებელია“ - ლევან მაჭავარიანი ხაზარაძე-გახარიას არშემდგარ ერთობაზე
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციაში არანაირი პოლიტიკური კულტურა და კლასი არ არსებობს, რადგან ისინი შიგნით უკვე უპირისპირდებიან ერთმანეთს, სიაში ადგილების გამო.მაჭავარიანის განმარტებით, რა ერთობაც არ უნდა შედგეს ოპოზიციაში, მიზანი ერთია - "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება."ფიზიკურად, არანაირი პოლიტიკური კულტურა და კლასი არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ შიგნით ჰქონდათ ისეთი ტიპის საუბრები, რომ სიაში ადგილებს ვერ ინაწილებდნენ, ერთმა მეორეს არ დაუთმო და ა.შ. ორივე ძალიან ამბიციური და ძალიან დიდი ეგოს მატარებელია. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება ვერ მოხდა. ისინი კოალიციას ერთმანეთთან გააკეთებენ და ხელისუფლებაში ჩვეულებრივად "ნაციონალური მოძრაობა" ბრუნდება. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია იმაში, რომ უფრო ბოროტი ძალა მოვა ამ შემთხვევაში ხელისუფლებაში, ვიდრე ისინი იყვნენ 12 წლის წინ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მათი მობრუნების შანსი ნულია", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
Read Entire Article