The anti-corruption bureau has taken the functions of the tax service, financial police and all controllers into its own hands, it does not have the mandate for what it is doing - Roman Gotsiridze

Primetime.ge 2 months ago 80
The anti-corruption bureau has taken the functions of the tax service, financial police and all controllers into its own hands, it does not have the mandate for what it is doing - Roman Gotsiridze
როდესაც ანტიკორუფციული ბიურო იქმნებოდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის მორიგი რეპრესიული აპარატი იქნებოდა, ანტიკორუფციულო ბიურო პირდაპირ პრემიერს ექვემდებარება და მის ხელმძღვანელს პირდაპირ ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერი, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, რომან  გოცირიძემ განაცხადა.მისი თქმით, ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ამ ორგანიზაციის ამ ფორმით არსებობა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა.„როგორც კი პირველივე შანსი მიეცათ, რეპრესიებისთვის გამოიყენეს. ანტიკორუფციული ბიუროს, როგორც საცეცებს ასე იყენებს ხელისუფლება. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და მანდატი იმის, რასაც სჩადის, არ გააჩნია. ფაქტობრივად, მან გადაწყვიტა დააწიოკოს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის წინააღმდეგაც პროცედურები წამოიწყო და მან საკუთარ ხელში აიღო საგადასახადო სამსახურის, ფინანსური პოლიციის და ყველა მაკონტროლებლის ფუნქცია. კანონის დარღვევით ამ ორგანიზაციებს ფაქტობრივად აჩერებს. როგორც კი პარტიების ფინანსური მონიტორინგი აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ ბიუროში გადავიდა, ნათელი იყო, რომ ნებისმიერ პირს და ორგანიზაციას პარტიულ აქტიურობას მიაკერებდნენ“, – განაცხადა გოცირიძემ.ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი და თანადამფუძნებლები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა, მათ მიმართ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.
Read Entire Article