The Ministry of Culture and Sports expresses deep sorrow over the death of Givi Shahnazar, a prominent translator and public figure.

Primetime.ge 3 months ago 104
The Ministry of Culture and Sports expresses deep sorrow over the death of Givi Shahnazar, a prominent translator and public figure.
კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო და მის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.„გივი შაჰნაზარმა 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მოგვიანებით იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; სახელმწიფო საბჭოს წევრი; სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათშორისი ურთიერთობის განყოფილების რეფერენტი, მაგრამ შეიძლება თამამად ითქვას, რომ მან მთელი ცხოვრება, უმთავრესად, მთარგმნელობით საქმიანობას მიუძღვნა.გივი შაჰნაზარის მთარგმნელობითმა ოსტატობამ ქართულ ენაზე მაღალმხატვრულად ააჟღერა გამოჩენილი სომეხი პოეტების - გ. ნარეკაცის, ა. ისააკიანის, ე. ჩარენცის, ვ. ტერიანის, ჰ. შირაზის და სხვათა ნაწარმოებები. მანვე თარგმნა საიათნოვას ლექსები, პ. სევაკის „იქმენინ ნათელი“, ალ. პუშკინისა და ა. ბელის ქმნილებები, აფხაზური და ოსური პოეზიის ნიმუშები.ქართულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის გივი შაჰნაზარი დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით, მიღებული ჰქონდა ეღიშე ჩარენცისა და ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიები, ასევე - პრემია „საგურამო“.გივი შაჰნაზარს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართულ- სომხური კულტურული ურთიერთობის გაღრმავებასა და ორ ერს შორის მეგობრობის განმტკიცებაში. სიმბოლურია, რომ ის არჩეული იყო თბილისის საპატიო მოქალაქედ და მიღებული ჰქონდა „თბილისის ერთგულების ორდენი“.საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
Read Entire Article