Salome Zurabishvili cited mistrust, suspicion and an unformed political culture as the reasons for the failure of the unification of the parties of Mamuka Khazaradze and Giorgi Gakharia.

Primetime.ge 3 weeks ago 33
Salome Zurabishvili cited mistrust, suspicion and an unformed political culture as the reasons for the failure of the unification of the parties of Mamuka Khazaradze and Giorgi Gakharia.
სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც, მისი აზრით, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანება არ შედგა.ზურაბიშვილის თქმით, გაერთიანებაზე მოლაპარაკებების ჩაშლა უფრო იყო მოცემულობის ბრალი, იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს.„იყო მცდელობა და მგონი, დროულიც და აუცილებელიც. დიპლომატიის, რაც მთავარია, მოლაპარაკებების ის გამოცდილება, რაც მივიღეთ დაახლოებით 30 წლის მანძილზე, მეუბნებოდა, რომ საზოგადოებისგან არსებობდა დაკვეთა – ყველამ ერთად რაღაც ქენით, მოახერხეთ კონსოლიდაცია. არსებობდა შანსი და საერთოდ, წესია მოლაპარაკებებში, რომ ეს შანსი ძლიერდება ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარ გაქვს. ამიტომ საჭირო იყო მცდელობა. მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არის. უნდა აიღო რაღაც რისკი და რისკი ავიღე. არ გამოვიდა.აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, გითხრათ, ვისი ბრალი იყო, რომ ჩაიშალა. ალბათ ყველასი და ამავე დროს, არავისი. უფრო იყო მოცემულობის ბრალი, იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს და მომავლის, რადგან ყოველთვის არის შიში, მე როგორ დავიცვა ჩემი იდენტობა, მომავალი. ეს მოცემულობა ხელშემშლელია და იქნება ალბათ, რადგან არ გამოვსულვართ ამ მოცემულობიდან. მაგრამ ამ მოცემულობაში ორი მთავარი დამნაშავე არის ერთი მხრივ, პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა, რადგან ჯერ კიდევ არის მიჩნეული, როგორც სისუსტე, თუ დათმობ და რამდენსაც დათმობ და ვინც უფრო დათმობს, ესე იგი,ის უფრო სუსტია. ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეს ძნელი დასაძლევია. მეორე დამნაშავე ამ შემთხვევაში არის ის, რაც ჩვენ ყველას გვჭამს – უნდობლობა, ეჭვი, რომელიც გამძაფრებულია ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით. ეს ყველას გვეხება, მეც მეხება, ყველაზე მოქმედებს და ამდენად, ძალიან ძნელია, რომ გათავისუფლდე ამ ყველაფრისგან. ეს გარემო ძალიან აფერხებს ყველანაირ ძებნას იმ აუცილებელი შეთანხმების, დათმობების, რომლებიც
Read Entire Article