„ბიზნესში ქალების უფრო მეტი ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეკონომიკის სამინისტრო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს ამ მიმართულებით. უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები - პროექტებში, რომლებიც ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, ქალთა მონაწილეობა გაზრდილია 30% დან 65% მდე. ეს მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმისა, რომ უფრო მეტი ქალი ინტერესდება სამეწარმეო საქმიანობით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ქალთა ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ბიზნესფედერაციამ „ქალები მომავლისთვის”, კომპანიების - Gazelle Finance-ისა და Visa-ს მხარდაჭერით.თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მისი თქმით, ბოლო ათწლეული იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გენდერულ ჭრილში ეკონომიკური შესაძლებლობების გათანაბრების თვალსაზრისით.„იმ ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა საქართველოში, სადაც ქალები მონაწილეობენ დამფუძნებლებად, მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით 33 პროცენტამდეა გაზრდილი. თუმცა ჯერ ისევ დაბალია ქალების წილი სამუშაო ძალაში. საქართველოში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 43 პროცენტია მაშინ, როდესაც მამაკაცების ჩართულობა 65 პროცენტს შეადგენს,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2021 – 2025 წლების მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიაში ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, სამინისტროში დაიწყეს გენდერული სტატისტიკის წარმოება ყველა იმ პროგრამის მიხედვით, რომელსაც უწყება ახორციელებს. ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც „აწარმოეს“, ისე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებში ქალთა მონაწილეობა ყოველწლიურად იზრდება. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა მიკროსესხების პროგრამაზე, რომლის გან?