Prime Minister: At the UN General Assembly, we will discuss all topics related to our national interests and priorities

Primetime.ge 3 weeks ago 36
Prime Minister: At the UN General Assembly, we will discuss all topics related to our national interests and priorities
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საუბარი გვექნება ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და პრიორიტეტებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს.როგორც პრემიერმა აღნიშნა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას ასევე გაამახვილებს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე.„რა თქმა უნდა, ყველა თემას შევეხებით, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასთან, მის განვითარებასთან, ამისთვის იქნება ეს პლატფორმა გამოყენებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა.
Read Entire Article