Nunu Geladze: Unknown on Pave

News.ge 2 months ago 121
Nunu Geladze: Unknown on Pave
“პაზოლინის იგი საშუალო დონის მწერლად მიაჩნდა, არადა იტალიური ლიტერატურის გამორჩეულ ფიგურად ითვლებოდა ყოველთვის. ეს არის შესავალი მოთხრობისათვის “თვითმკვლელები”, რომელიც მრავალი წლის წინათ ჟურნალ “საუნჯეში” ელზა ახვლედიანმა დამიბეჭდა და რომლითაც ქართველი მკითხველი პირველად გაეცნო ქართულ ენაზე ჩეზარე პავეზეს. “უცნობი პავეზე”” – წერს სოციალურ ქსელში მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ნუნუ გელაძე. 
მეოცე საუკუნის იტალიური ლიტერატურის თვალსაჩინო პროზაიკოსს, ესეისტს, პოეტსა და მთარგმნელს ჩეზარე პავეზეს ქართველი მკითხველი რამდენიმე რუსული თარგმანით იცნობს. თავის დროზე საბჭოური კრიტიკა მას მებრძოლ კომუნისტად და ნეორეალისტ მწერლად წარმოგვიდგენდა. არადა “ეს მუდამ დაღვრემილი, საკუთარ თავში ჩაკეტილი, მოკრძალებული, ჩუმი, გაორებული და ქალთმოძულე ახალგაზრდა” სრულიადაც არ იყო ბრძოლისათვის მოწოდებული; თავს ნეორეალისტური ლიტერატურული მოძრაობის მიმდევრად არ მიიჩნევდა, აღმერთებდა ჯაკომო ლეოპარდის, გაბრიელე დ’ანუნციოს და თავის თანამედროვე პოლიტიკურ კრიტიკოსებს პასუხობდა: “მაპატიეთ, მაგრამ მე რომ ამერიკანიზმიდან მოსულ ნეორეალისტ მწერლად მნათლავთ, მკაცრად ცდებით. რა შუაშია აქ “იზმები”? მე აღვწერ უშუალოდ დღევანდელ, რეალურ ცხოვრებას და ამავდროულად არ ვწყდები კლასიკოსთა ფესვებს, რამეთუ ისტორიული ფესვებისა და მოდელების თვინიერ არ არსებობს მწერალი. თუ დაფიქრებულა ჩვენი კრიტიკა, რომ კიპლინგის გარეშე ვერ ავხსნით ჰემინგუეის, გერმანული ექსპრესიონიზმისა – ო’ ნილს და ფოლკნერს, მოპასანის გარეშე ფიცჯერ
Read Entire Article