Mikheil Lomtadze became the best CEO of Kazakhstan for the sixth time

News.ge 2 months ago 100
Mikheil Lomtadze became the best CEO of Kazakhstan for the sixth time

ყაზახეთის ზრდის ყოველწლიურ ფორუმზე წლის საუკეთესო CEO (აღმასრულებელი დირექტორი) მიხეილ ლომთაძე მეექვსედ გახდა.
Kaspi.kz-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი, ყაზახეთში კომპანიის საუკეთესო ხელმძღვანელად სხვადასხვა სფეროს 500 წარმომადგენელს შორის შეირჩა.
„მადლობას ვუხდით ჟიურის მაღალი შეფასებისთვის. მადლობა ჩვენს საყვარელ კლიენტებსა და პარტნიორებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ასევე, სამთავრობო უწყებებს ქვეყნის ციფრული განვითარების ხელსაყრელი გარემოს შექმნისთვის,” – თქვა ლომთაძემ დაჯილდოებაზე.
საუკეთესო მენეჯერებს ყოველწლიურად ადგენს ყაზახეთის ზრდის ფორუმის ექსპერტთა საბჭო. რომელშიც ბიზნესს და აკადემიური წრეების, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები შედიან.
ცნობისთვის,მიხეილ ლომთაძე ბლუმბერგის მილიარდერების სიაში აღარ იძებნება, რაც მისი კომპანიის წინააღმდეგ გასულ კვირაში გავრცელებული ცრუ ბრალდების შედეგად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ს აქციების კლებას და შესაბამისად, ლომთაძის ქონების დროებით შემცირებას უკავშირდება. შედეგად, ბლუმბერგის მილიარდერების სიაში ამჟამად ერთადერთი ქართველი, ა, რომლის ქონებაც პლატფორმაზე 7.5 მლრდ დოლარადაა შეფასებული
bm.ge

Read Entire Article