Knowledge expands the boundaries - Bank of Georgia gives you the opportunity to study at the world's leading universities

Primetime.ge 3 months ago 85
Knowledge expands the boundaries - Bank of Georgia gives you the opportunity to study at the world's leading universities
51 სტიპენდიატი, 3 ქვეყანა, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები - ეს საქართველოს ბანკის მიერ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგია. ინიციატივა, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს, მოტივირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ. აღმოაჩინეთ განათლების ახალი შესაძლებლობები ბმულზე.CHEVENINGსაქართველოს ბანკი დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წლიდან თანამშრომლობს და CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს. შედეგად, სტიპენდიატს დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის საჭირო ხარჯებს 100%-ით უფინანსებს.CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 31 სტიპენდიატი, რომლებმაც საკუთარი მიზნები რეალობად აქციეს.CHEVENING-ის სტიპენდია დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. მსოფლიოს მასშტაბით სტიპენდიით 118 ქვეყნის წარმომადგენლები სარგებლობენ, მათ შორის საქართველოცაა.კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. Fulbrightამასთან, საქართველოს ბანკი აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამის - Fulbright-ის პარტნიორია.რაც ნიშნავს იმას, რომ Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ 2 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას სრულად უფინანსებს.საქართველოს ბანკის დაფინანსებით, 15 ახალგაზრდა უკვე გაემგზავრა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად, რომელთა მიზანი მიღებული განათლებით ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში საკუთარი წვლილის შეტანაა.ინფორმაციისთვის, Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის სა??
Read Entire Article