საქართველოს კულტურის
სამინისტროს მხარდაჭერით,
სსიპ „შემოქმედებითი
საქართველო“ აცხადებს
კონკურსს - „ვიზუალური
ხელოვნების სფეროში
შემოქმედებითი
ინიციატივების ხელშეწყობა
თბილისსა და
რეგიონებში“.კონკურსის
მიზანია:ფერწერის,
ფოტოგრაფიის, გრაფიკის,
ინსტალაციის,
მულტიმედიისა და
თანამედროვე ვიზუალური
ხელოვნების პროექტების
მხარდაჭერა;გამოფენების,
ვორქშოფების, ტრენინგების,
მასტერკლასებისა და სხვა
ინიციატივების ხელშეწყობა
თბილისსა და
რეგიონებში;შემოქმედებითი
თანამშრომლობისა და
ინოვაციური მიდგომების
წახალისება;კონკურსში
მონაწილეობა შეუძლიათ
საქართველოში
რეგისტრირებულ ფიზიკურ და
იურიდიულ
პირებს.შესაძლებელია
მხოლოდ ერთი საპროექტო
განაცხადის
წარდგენა.კონკურსის
საერთო ბიუჯეტია 60 000
ლარი.პროექტის
განხორციელების ვადაა 2025
წლის პირველი
სექტემბრიდან 10 დეკემბრის
ჩათვლით.ინფორმაცია
კონკურსში გამარჯვებული
პროექტების შესახებ
გამოქვეყნდება
შემოქმედებითი
საქართველოს სოციალურ
ქსელებში არაუგვიანეს 2025
წლის 25
აგვისტოსი.განაცხადების
მიღება წარმოებს 10 – 24
ივლისის 18:00 საათამდე,
ელექტრონული ფოსტით:
info@creativegeorgia.geდეტალური
ინფორმაცია, საკონკურსო
პირობები და წარსადგენი
დოკუმენტაცია იხილეთ
ვებ-გვერდზე:
https://creativegeorgia.ge/ka/n/news/konkursi1კონსულტაციების
მიღება შესაძლებელია
ცხელი ხაზის საშუალებით,
ტელ: 599 25 21 88 (სამუშაო
საათებში 09:00 – 18:00
სთ-მდე).ინფორმაციას
კულტურის სამინისტრო
ავრცელებს.