საქართველოს ჭადრაკის
ფედერაცია ქუთაისში,
ავარიის დროს დაღუპული
ახალგაზრდა გოგოს, მიმი
გიორგაძის
გარდაცვალებასთან
დაკავშირებით, მწუხარებას
გამოთქვამს და სამძიმრის
წერილს აქვეყნებს.„ღრმა
მწუხარებას გამოვხატავთ
და თანავუგრძნობთ
საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის პირველ
ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი
გიორგაძეს, შვილიშვილის —
მარიამის ტრაგიკულად
გარდაცვალების გამო“,-
ნათქვამია
ინფორმაციაში.ცნობისთვის,
ტრაგედია ქუთაისში გვიან
ღამით დატრიალდა. ორი
მსუბუქი ავტომობილი
ტრაილერს შეეჯახა. მსუბუქი
ავტომობილების ორივე
მძღოლი ადგილზე დაიღუპა.