საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის
ინფორმაციით, თბილისში,
„სადგურის მოედნის“
მიმდებარედ ერთ-ერთ
საცხოვრებელ კორპუსში
მომხდარი ნგრევის შედეგად
დაშავებულთა ძებნა-შველის
ოპერაცია
დასრულებულია.„შეტყობინების
მიღებისთანავე, საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახურის
მეხანძრე-მაშველები,
ადგილზე გამოცხადნენ და
მყისიერად მოახდინეს
მოქალქეების ევაკუაცია.
ძებნა-შველის
ღონისძიებაში, ცოცხალი
ძალის გარდა, მძიმე ტექნიკა
მონაწილეობდა.მომხდარი
ნგრევის შედეგად,
გარდაიცვალა 2 ადამიანი,
ხოლო ჯანმრთელობის
დაზიანება მიიღო ერთმა
პირმა, რომელიც
გადაუდებელი დახმარების
გაწევის მიზნით
სამედიცინო
დაწესებულებაში იქნა
გადაიყვანილი“, -
აღნიშნულია გავრცელებულ
განცხადებაში.