„სადგურის მოედანზე“
საცხოვრებელ კორპუსში
მომხდარი ნგრევის შესახებ
შსს განცხადებას
ავრცელებს.„შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ,
თბილისში, „სადგურის
მოედნის“ მიმდებარე
ტერიტორიაზე მდებარე
ერთ-ერთ საცხოვრებელ
კორპუსში მომხდარი
ნგრევის შესახებ
შეტყობინების
მიღებისთანავე, მოხდა
საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის
მეხანძრე-მაშველებისა და
საპოლიციო ძალების
მობილიზება.ადგილზე
მისვლისთანავე,
მეხანძრე-მაშველებმა
ჩამონგრეული შენობის
მიმდებარე ტერიტორიიდან
მყისიერად განახორციელეს
მოქალაქეების
ევაკუაცია.მიმდინარეობს
ტერიტორიის
ნანგრევებისგან გაწმენდა
და აქტიური
საძიებო-სამაშველო
ღონისძიებები. ადგილზე
იმყოფებიან სასწრაფო
სამედიცინო დახმარების
თანამშრომლები.შინაგან
საქმეთა სამინისტრო
მოუწოდებს მოქალაქეებს,
ასევე, ადგილზე მყოფ ყველა
მედიასაშუალების
წარმომადგენელს,
დაემორჩილონ შინაგან
საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლების
მითითებებს და დაიცვან
უსაფრთხოების ნორმები“, -
აღნიშნულია უწყების მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციაში. შეგახსენებთ,
რომ, სადგურის მოედნის
მიმდებარე ტერიტორიაზე
საცხოვრებელ კორპუსში
ნგრევა მოხდა. ჩამოინგრა,
სავარაუდოდ, სახურავის
ნაწილი.თვითმხილველების
ინფორმაციით, შესაძლოა,
ნანგრევებში ადამიანები
იყვნენ მოყოლილნი.