საქართველოს
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ძლიერი
წვიმის შედეგად,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ქუთაისი
(წყალტუბოს
გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის
საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე
(სოფელი საყდარი),
ადიდებულმა მდინარემ
დააზიანა სახიდე
გადასასვლელი, რის გამოც,
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე
დროებით იზღუდება
მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.