პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურმა ორი
სკოლის მიერ, ვებგვერდისა
და სოციალური ქსელის
მეშვეობით, მოსწავლეების
ფოტო და
ვიდეოგამოსახულების
გასაჯაროების კანონიერება
შეისწავლა და ორივე
შემთხვევაში კანონის
მოთხოვნების დარღვევა
დაადგინა.სამსახურმა
სკოლები
სამართალდამრღვევად ცნო –
ადმინისტრაციული სახდელის
სახით, კანონის 28-ე მუხლის
მოთხოვნების
დარღვევისთვის ორივე
მათგანს გაფრთხილება
შეეფარდა, ხოლო კანონის 32-ე
მუხლის მოთხოვნების
დარღვევისთვის –
ჯარიმა.სკოლებს
დაევალათ:-ვებგვერდსა და
სოციალური ქსელის
გვერდებზე მოსწავლეების
ფოტო და ვიდეო
გამოსახულებების
გასაჯაროების პროცესთან
დაკავშირებით უზრუნველყონ
„პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონით
გათვალისწინებული
ინფორმაციის
აღრიცხვა.-შეწყვიტონ
ვებგვერდსა და სოციალური
ქსელის გვერდებზე
მოსწავლეების ფოტო და
ვიდეოგამოსახულებების
სათანადო სამართლებრივი
საფუძვლის გარეშე
გასაჯაროება.პერსონალურ
მონაცემთა დაცვის
სამსახური 15 ივლისს
გამოქვეყნებულ
ინფორმაციაში უთითებს იმ
მიზეზებს, რის გამოც,
სკოლების მიერ
არასრულწლოვანთა
პერსონალური მონაცემების
გასაჯაროვება
კანონდარღვევად
მიიჩნიეს.უწყების
განმარტებით, გეგმური
შემოწმების შედეგად
დადგინდა, რომ სკოლები მათ
მიერ ორგანიზებულ
აქტივობებში მონაწილე
სკოლის მოსწავლეების ფოტო
და ვიდეოგამოსახულებებს
სოციალური ქსელის საკუთარ
გვერდებზე 2011-2012 წლიდან
ასაჯაროებდნენ. ერთ-ერთი
სკოლა მოსწავლეების
ამსახველ ფოტოსურათებს 2002
წლიდან საკუთარ ოფიციალურ
ვებგვერდზეც
ათავსებდა.ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებები
მოსწავლეების ამსახველი
მონაცემების გასაჯაროების
საფუძვლად „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-5 მუხლის
პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტი (მონაცემთა
სუბიექტის თანხმობა მის
შესახებ მონაცემთა ერთი ან
რამდენიმე კონკრეტული
მიზნით დამუშავებაზე)
ასახელებდნენ.შემოწმებების
ფარგლებში დადგინდა, რომ
სკოლები მოსწავლეების
მონაცემების დამუშავების
შესახებ თანხმობას
მოსწავლის კანონიერ
წარმომადგენელთან/მშობელთან
დადებული მომსახურების
ხელშეკრულებაში არსებული
ჩანაწერით
მოიპოვებდნენ.„მონაცემთა
სუბიექტის (მათი კანონიერი
წარმომადგენლის/მშობლის)
მიერ გაცხადებული
თანხმობა ნაწილი იყო იმ
დოკუმენტის
(ხელშეკრულების), რომელიც
ასევე ეხებოდა სხვა
საკითხებს. ამასთან,
აღნიშნული თანხმობა
არცერთი სკოლის
შემთხვევაში არ იყო
მკაფიოდ გამოყოფილი
ხელშეკრულების დანარჩენი
ტექსტისგან. ასევე უნდა
აღინიშნოს, რომ თანხმობის
ჩანაწერი ორივე
შემთხვევაში დამუშავების
მიზნებთან დაკავშირებით
არ იყო ამომწურავი და
პერსონალური მონაცემების
„საჭიროებისამებრ“
დამუშავების შესახებ
დათქმას შეიცავდა.
ამასთანავე, ერთ-ერთი სკოლა
მოსწავლეების კანონიერ
წარმომადგენლებს/მშობლებს
არ განუმარტავდა
თანხმობის ნებისმიერ დროს
გამოხმობის უფლების
შესახებ, ხოლო მეორე სკოლამ
ვერ შეძლო მონაცემთა
დამუშავებაზე გაცხადებული
თანხმობის გამოხმობის
უფლების შესახებ
კანონიერი
წარმომადგენლების/მშობლების
ინფორმირების ფაქტის
დადასტურება, რაც ერთ-ერთი
არსებითი კომპონენტია
თანხმობის
ნებაყოფლობითობისა და
ინფორმირებულობის
შეფასებისას“, –
განმარტავს პერსონალურ
მონაცემთა დაცვის
სამსახური.შემოწმებების
ფარგლებში ასევე დადგინდა,
რომ სკოლებს არ ჰქონდათ
შემუშავებული მონაცემთა
დამუშავებასთან
დაკავშირებული
ინფორმაციის აღრიცხვის
დოკუმენტები, რომლებითაც
სკოლის ვებგვერდსა და
სოციალური ქსელის
გვერდებზე მოსწავლეების
ფოტო და
ვიდეოგამოსახულებების
გასაჯაროების პროცესთან
დაკავშირებით, აღრიცხული
იქნებოდა კანონით
გათვალისწინებული
ინფორმაცია.ერთ-ერთი
სკოლის შემოწმების
ფარგლებში ასევე
გამოიკვეთა, რომ სკოლას
პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ოფიცრად დანიშნული
ჰყავდა კომპანია, რომელიც
მას მომსახურებას მათ
შორის შრომის
უსაფრთხოების საკითხებში
უწევდა. აღნიშნული
კომპანია სკოლისთვის
შრომის უსაფრთხოების
საკითხებში მომსახურების
გაწევისას ჩართული იყო
მონაცემთა დამუშავების
პროცესებში და მისი
ფუნქციები გულისხმობდა
მონაცემთა დამუშავების
პროცესზე გადაწყვეტილების
მიღების შესაძლებლობას
(მათ შორის, კომპანია
შრომის უსაფრთხოების
საკითხებთან დაკავშირებულ
წარმოებებში იცავდა
სკოლის ინტერესებს
ადმინისტრაციულ ორგანოსა
და სასამართლოში, რაც
მოიცავდა მის ფუნქციას –
მონაწილეობა მიეღო
საჩივრის შედგენასა და
თანდართული დოკუმენტების
განსაზღვრაში).პერსონალურ
მონაცემთა დაცვის
სამსახურმა მიიჩნია, რომ
კომპანიის მიერ
სკოლისთვის შრომის
უსაფრთხოების საკითხებში
მომსახურების გაწევასთან
ერთად კანონის 33-ე მუხლის
პირველი პუნქტით
დაკისრებული მოვალეობების
განხორციელებისას
იქმნებოდა ინტერესთა
კონფლიქტი, რაც
ეწინააღმდეგება ამავე
კანონით განსაზღვრულ
მოთხოვნას – ინტერესთა
კონფლიქტის თავიდან
აცილების უზრუნველყოფის
თაობაზე.აქედან
გამომდინარე, სკოლას
დაევალა „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს
კანონის 33-ე მუხლის მე-3
პუნქტის მოთხოვნათა
შესაბამისად, პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ოფიცრად
განესაზღვრა/დაენიშნა
მხოლოდ ისეთი პირი,
რომელსაც თავისი
უფლებამოსილებების
განხორციელების პროცესში
ინტერესთა კონფლიქტი არ
ექნებოდა.პერსონალურ
მონაცემთა დაცვის
სამსახურმა
მიიჩნია:-სკოლების მიერ
მოსწავლეების ფოტო და
ვიდეოგამოსახულებების
გასაჯაროების გზით
დამუშავებისთვის
მოპოვებული თანხმობა არ
აკმაყოფილებდა კანონის
მოთხოვნებს, რადგან
თანხმობა არ იყო მკაფიოდ
გამოყოფილი ხელშეკრულების
დანარჩენი ტექსტისგან,
თანხმობის ჩანაწერი
დამუშავების მიზნებთან
დაკავშირებით არ იყო
ამომწურავი და შეიცავდა
დათქმას პერსონალური
მონაცემების
„საჭიროებისამებრ“
დამუშავების
შესახებ.-სკოლის
რეკლამირების მიზნით
თანხმობის გაცემა
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ზოგადი
განათლების მომსახურების
მიწოდებისთვის აუცილებლ
პირობას არ
წარმოადგენდა.პერსონალურ
მონაცემთა დაცვის
სამსახურის
განმარტებით:-მონაცემთა
დამუშავებისთვის
პასუხისმგებელი პირი
ვალდებულია, მის მიერ
მოპოვებული თანხმობის
ლეგიტიმურობა/ვალიდურობა
დაამტკიცოს. მაგალითად,
დამუშავებისთვის
პასუხისმგებელ პირს უნდა
შეეძლოს თანხმობის
მოპოვების პროცესში
სუბიექტის სრულფასოვნად
ინფორმირებისა და
თანხმობის ყველა
კრიტერიუმის არსებობის
ფაქტის დადასტურება. თუ
თანხმობის მოპოვება ხდება
სხვადასხვა მიზნით
მონაცემთა დამუშავებასთან
დაკავშირებით, მონაცემთა
დამუშავებისთვის
პასუხისმგებელი პირი
ვალდებულია, მონაცემთა
სუბიექტისგან თითოეულ
მიზანთან მიმართებით
აღნიშნული თანხმობა ცალკე
მოიპოვოს.-სამართლებრივ
საფუძვლად თანხმობის
არსებობის პირობებში,
თანხმობა მოპოვებული უნდა
იქნეს კანონის მოთხოვნათა
სრული დაცვით. მათ შორის,
მონაცემთა სუბიექტს
ცხადად უნდა განემარტოს
მონაცემთა დამუშავების
თითოეული მიზანი. ასევე,
კანონის მოთხოვნათა
შესაბამისად, თანხმობის
ტექსტი უნდა ჩამოყალიბდეს
მკაფიო, მარტივი და
გასაგები ენით და
დოკუმენტის სხვა
ნაწილებისგან გამოყოფილი
იყოს.-დაუშვებელია
თანხმობა იყოს
მომსახურების ან
ხელშეკრულების (მათ შორის,
მომსახურების
ხელშეკრულების)
აუცილებელი პირობა, თუ
შეიძლება ამ თანხმობის
გარეშე შესაბამისი
მომსახურების
მიღება/ხელშეკრულების
დადება.