ოპოზიციის დღის წესრიგი
არის ეს - რეალურად მათ
დიდად არც ტრაგედია
ადარდებთ, მეტსაც გეტყვით,
ბევრი მათგანი ბედნიერია
იმისგან, რომ ასეთი რამ
მოხდა, - განაცხადა
ურბანისტმა, თბილისის
საკრებულოს წევრმა, ნიკო
კახეთელიძემ თევდორე
მღვდლის ქუჩაზე მომხდარის
გამო ოპოზიციის
წარმომადგენლების მხრიდან
გაკეთებული კომენტარების
შეფასებისას.„მათ
ციტირებას ვაკეთებ -
მაქსიმალურად დავაზიანოთ
„ქართული ოცნება“! ამის
გამო მიდიან ყველაფერზე:
ნებისმიერ შანტაჟზე,
ნებისმიერ სიცრუეზე და
ვითომ, ქმნიან რაღაც
კოლიზიას. ძალიან მძიმე
შედეგი მოიტანა ამან,
მაგრამ ვინაიდან ეს წესები
არის გაწერილი, ჩვენ, ყველა
უნდა დავემორჩილოთ ამ
წესებს.ოპოზიციის დღის
წესრიგი არის ეს - რეალურად
მათ დიდად არც ტრაგედია
ადარდებთ, მეტსაც გეტყვით,
ბევრი მათგანი ბედნიერია
იმისგან, რომ ასეთი რამ
მოხდა“, - აღნიშნა ნიკო
კახეთელიძემ.თევდორე
მღვდლის ქუჩაზე
ჩამონგრეული, ავარიული
კორპუსიდან მობინადრეები
დიდუბის გამგეობამ წუხელ
სასტუმროებში გადაიყვანა.
კორპუსში მცხოვრები 55
ოჯახიდან ნაწილმა
ახლობლებთან დარჩენა
არჩია, ნაწილი კი
სასტუმროებში
განათავსეს.მომხდარი
ნგრევის შედეგად,
გარდაიცვალა 2 ადამიანი,
ხოლო ერთმა ჯანმრთელობის
დაზიანება მიიღო.