მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა $108 მილიარდი ჩინური ჩატბოტის გამო დაკარგეს

News.ge 5 თვის წინ 74
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა $108 მილიარდი ჩინური ჩატბოტის გამო დაკარგეს

ChatGPT-ის ჩინური ანალოგის პოპულარობის გაზრდამ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების აქციის გაუფასურება გამოიწვია. Nvidia-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულის ტიტული, მისმა ხელმძღვანელმა კი ქონების 20% დაკარგეს. Oracle-ისა და Dell-ის დამფუძნებლები ზარალდებიან.
მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 108 მილიარდი დოლარით შემცირდა. მიზეზი აქციებზე ფასების დაცემა გახდა, რაც ჩინური კომპანიის DeepSeek-ის უფასო ჩატბოტის DeepSeek-R1-ის წარმატებამ და პოპულარობამ გამოიწვია. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ზარალი ამერიკული ჩიპების მწარმოებლის Nvidia-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა განიცადა. მისი ქონება 20%-ით დაეცა, რაც 20,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედეგად Nvidia-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი დაკარგა. კომპანიის ფასი $600 მილიარდით დაეცა. მას ახლა უკვე Apple და Microsoft უსწრებენ.
Oracle-ს თანადამფუძნებელმა ლარი ელისონმა ქონების 12% დაკარგა, რაც 22,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. Dell-ის დამფუძნებელმა მაიკლ დელმა კი $13 მილიარდი დაკარგა, ხოლო Binance-ის დამფუძნებელმა Changpeng Zhao-მ $12,1 მილიარდი. ჩინური ჩატბოტის გაშვებამ ევროპულ ბირჟებზეც მოახდინა გავლენა. Reuters-ის ინფორმაციით Siemens-ის აქციები 19,9%-ით დაეცა.
გასულ კვირას DeepSeek-მა გამოაქვეყნა განახლებული AI მოდელი. ამბობს, რომ ეს მოდელი კონკურენციას გაუწევს ChatGPT-ს. ამავდროულად, AI მოდელის განვითარების ხარჯები მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე -დან კონკურენტებმა გაიღეს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ში DeepSeek-R1 App Store-ში ყველაზე პოპულარული უფასო აპლიკაცია გახდა. ძალიან მალევე კომპანიას ვებსაიტთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. სტარტაპმა განაცხადა, რომ იგი გახდა დიდი კიბერშეტევის მსხვერპლი, რის გამოც იძულებული გახდნენ მომხმარებლებისთვის რეგისტრაციაზე დროებითი შეზღუდვები დაეწესებინათ.

სრულად წაიკითხეთ სტატია