კიბოს შესაძლო ნიშნები, რომლებიც სიცხეში ვლინდება

Primetime.ge 1 კვირა წინ 30
კიბოს შესაძლო ნიშნები, რომლებიც სიცხეში ვლინდება
ზაფხულის სიცხე ორგანიზმზე დამატებით ზეწოლას ახდენს, რის შედეგადაც ზოგიერთი სიმპტომი უფრო შესამჩნევი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნები ყოველთვის არ ნიშნავს კიბოს, მათი დროული შემჩნევა და შეფასება მნიშვნელოვანია.ძლიერი დაღლილობა და სისუსტესიცხე თავისთავად ამცირებს ენერგიას, მაგრამ თუ გადაღლილობა გადაჭარბებულია და მუდმივია — კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საწყისი სიმპტომია.მაღალი ტემპერატურათუ სიცხეში ტემპერატურა სტაბილურად მაღალია (37.5–38.5°C-მდე) და არ უკავშირდება ინფექციას, შესაძლოა იმუნურ სისტემაზე ზემოქმედების მანიშნებელი იყოს (ლეიკემია, ლიმფომა და სხვა).გადაჭარბებული ოფლიანობა – განსაკუთრებით ღამითლიმფომის და ლეიკემიის გავრცელებული სიმპტომია. სიცხეში ჩვეულებრივ ოფლიანობა მატულობს, მაგრამ ღამით გახშირებული ოფლიანობა განსაკუთრებულად საეჭვოა.წონაში კლებასიცხეში მადის დაქვეითება ბუნებრივია, თუმცა უეცარი და მკვეთრი წონის კლების (5–10 კგ 1-2 თვეში) შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.დასიება ლიმფური კვანძების არეშიკისერი, იღლიები, საზარდული — დაჭიმულობა და უსიამოვნო შეგრძნება ტკივილის გარეშე. სიცხემ შეიძლება შეშუპება უფრო შესამჩნევი გახადოს.მუცლის შებერილობა და დისკომფორტისიცხე ზოგადად ამძაფრებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ზეწოლას, თუმცა მუდმივი შებერილობა საკვერცხის ან კუჭ-ნაწლავის კიბოს საწყისი სიმპტომია.კანის ცვლილებები და უცნაური ლაქებითუ შენიშნავ: მუქ, ასიმეტრიულ ლაქას ან ხალზე ცვლილებას შეხებით მტკივნეულ/მკვრივ წარმონაქმნს მიმართეთ ექიმს. 
სრულად წაიკითხეთ სტატია