აშშ-ში ოჯახი ნიუ-ჯერსიში
მცხოვრებ ლევან გაბედავას
ეძებს. „მეგობრებო,
დაიკარგა ნიუ-ჯერსიში
მცხოვრები ქართველი ლევან
გაბედავა, შაბათის შემდეგ
ვერ უკავშირდება ოჯახი და
მეგობრები, მივმართეთ
პოლიციას, პოსტს ერთვის
ვიდეოკამერების მიერ
დაფიქსირებული ბოლო კადრი,
(ბოლო ლოკაცია34 US-9, Robertsville, NJ 07751)
პარკინგზე დატოვა მანქანა
შაბათს (Crunch
Fitness-თან)კინოლოგების
ინფორმაციით კვალი
ახლომდებარე ტყისკენ
მიდის, რამდენიმე დღეა
ეძებს პოლიცია და მისი
მეგობრები ტყეში,
(დრონების, ვერტმფრენების,
ძაღლების დახმარებითაც)
ვინაიდან ეს დღეები
უამინდობა დაემთხვა
ჭაობის და ტალახის გამო
გართულდა პროცესი.ხვალ
(07.19.2025) მისი მეგობრები ზემოთ
(თანდართულ ფოტოზე)
მითითებულ ლოკაციაზე ისევ
შეიკრიბებიან და
გააგრძელებენ ძიებას, (ამ
მომენტშიც ეძებენ) თუ
ვინმეს ექნება დრო და
სურვილი ნებისმიერი
ადამიანის მონაწილეობა
ტყეში ძიების პროცესში
ძალიან
დაგვეხმარება...დავწერ
მობილურის ნომერს და
შეგიძლიათ
დაუკავშირდეთ:9088215650 ზაზა
(შეკრების ადგილისა და
დროის თაობაზე)3123832586 ანა
(დამატებითი კითხვების
შემთხვევაში)ასევე თუ
დამატებით ინფორმაციას
ფლობთ შეგიძლიათ
დაუკავშირდეთ Marlboro-ს
პოლიციის
დეპარტამენტს.მაქსიმალურად
გააზიარეთ.მოკრძალებული
თხოვნა გვექნება თავი
შეიკავოთ ნეგატიური
შინაარსის
დასკვნებისგან,პოსტს
ასევე მისი ოჯახის
წევრებიც
კითხულობენ.მადლობა
წინასწარ ნებისმიერი
სახის
მხარდაჭერისთვის.თავს
გაუფრთხილდით“, - წერია
გავრცელებულ
ინფორმაციაში.