თევდორე მღვდლის ათ
ნომერში, სადაც გუშინ
საცხოვრებელი კორპუსის
ფასადის ნაწილი ჩამოინგრა,
საგამოძიებო მოქმედებები
ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე მობილიზებულია
პოლიცია.ამ წუთებში,
უსაფრთხოების მიზნით,
დაზიანებული შენობის
შემოღობვის სამუშაოები
ხორციელდება. დაშავებულთა
ძებნა-შველის ოპერაცია კი
დასრულებულია.მომხდარი
ნგრევის შედეგად
გარდაიცვალა ორი ადამიანი,
ერთმა ჯანმრთელობის
დაზიანება მიიღო.