თაკო ჩარკვიანი: ღმერთო მადლობა ყველაფრისთვის, წარმოვიდგინე უცებ თ.წულუკიანს და რუსეთის “კგბს “გენერაპოლკოვნიკ ნუგზარ ფოფხაძეს, მამაჩემი ჯანსუღ ჩარკვიანი რომ მოსწონდეთ, ხომ გამისკდებოდა გული?!

News.ge 5 საათი წინ 2
თაკო ჩარკვიანი: ღმერთო მადლობა ყველაფრისთვის, წარმოვიდგინე უცებ თ.წულუკიანს და რუსეთის “კგბს “გენერაპოლკოვნიკ ნუგზარ ფოფხაძეს, მამაჩემი ჯანსუღ ჩარკვიანი რომ მოსწონდეთ, ხომ გამისკდებოდა გული?!
პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, :
ახლა ვფიქრობდი, ღმერთო მადლობა ყველაფრისთვის, წარმოვიდგინე უცებ თ.წულუკიანს და ს “კგბს “გენერაპოლკოვნიკ ნუგზარ ფოფხაძეს, მამაჩემი ჯანსუღ ჩარკვიანი 1972 წელს ჰიმნი რომ მიუძღვნა თავისუფლებას ამათ რომ მოსწონდეთ -ამ ორიდან რომელიმეს, ხომ გამისკდებოდა გული?! ახლა მომწერა ნ. ფოფხაძემ “გენერალპოლკოვნიკობას მივაღწიე წვალებით და რატომ ჩამომაქვეითე “გენერლობამდეო?! 😂
კი ბატონო, ზუსტად ამას ვწერ, ტყუილი რომ არ მჩვევია აგერ თავად აღიარა ამ “რუსების წუმპემ”, ბოდიში ბატონო “მხოლოდ “კგბს” გენერალი მეგონა, უფრო მაღალი ჩინი ჰქონია თავად წერს, დავეთანხმოთ და გავუყენოთ “პუტინის გზას” -სამ ასოს რომ ეძახიან, თან ამ “გზის” მოყვარულია ეს კგბს გენერალპოლკოვნიკი ნუგზარ ფოფხაძე -საქართველოში რუსის ჯარის შემოყვანის მოსურნე 1989 წელს (რუსის ჯარის შემოყვანა რომ მოითხოვა) და ახლაც.
ეს შავრაზმული ფრთა მოიცილე საქართველოვ და ყველაფერი კარგად იქნება!!!
შენს ვაჟკაც სულს ვენაცვალე მა- ჩემო ჯანსუღ, “მართლაც თავისუფლება ლომთა ხვედრია”, ვიცი და მახსოვს ეს სიტყვები ისე ჩაგვიტენე სულში მე და მამუკას.
ახლა კიდევ უფრო ვხედავ ვინ და რა ვაჟკაცი იყავი შენ გენაცვალე! გარდაცვლილსაც არ გპატიობს ეს ბინძური გენერალპოლკოვნიკი 8 აპრილს შენს ვაჟკაცურ დაპირისპირებას ღიად, მკვეთრად ჩანს როგორ ეჩხირებოდი ფეხებში მაშინ იმ რთულ და ძნელ დროში შენი ვაჟკაცური საქციელით, და ეს მაშინ, როცა ნუგზარ ფოფხაძემ რუსის ჯარის შემოყვანა მოითხოვა და პირდაპირ როდიონოვს მოსთხოვა ტრიბუნიდან ხალხის დაჭერა-დარბევა და ერთადერთი შენი წინააღმდეგობა მიიღო დიდ კრებაზე პარლამენტის შენობაში.( იხ .დოკუმენტი კრების სტენოგრაფიული ჩანაწერისა)
სრულად წაიკითხეთ სტატია