საქართველოს საბანკო
ასოციაცია მოქალაქეებს
ყალბი შეტყობინებების
შესახებ აფრთხილებს.„დღეს
დილიდან იგზავნება ყალბი
შეტყობინებები ლეგიტიმური
კომპანიის სახელით, სადაც
კიბერთაღლითები
ტრანსპორტირების ხარჯების
გადახდისკენ მავნე ბმულზე
გადასვლით
მოგიწოდებენ:როგორ უნდა
მოიქცეთ ამ და მსგავსი
შეტყობინების
მიღებისას?არავითარ
შემთხვევაში არ დააჭიროთ
შეტყობინებაში მოთავსებულ
ბმულებს, განსაკუთრებით კი
თუ გამომგზავნი ითხოვს
დაუყოვნებლივ მასზე
გადასვლას;თუ თქვენ
ელოდებით ამანათს ან
გზავნილს, მისი მოწოდების
სტატუსი შეამოწმეთ
მომწდებელი
ტრანსპორტირების
კომპანიის ოფიციალურ
ვებ-გვერდზე ან მის
აპლიკაციაში, რომლითაც
თქვენ არაერთხელ
გისარგებლიათ;თუ თქვენ
დააჭირეთ მავნე ბმულს და
შეიყვანეთ რომელიმე
ანგარიშის დასახელება და
პაროლი, უმალვე გამოცვალეთ
ამ და სხვა ანგარიშზე ეს
პაროლი და დააყენეთ ძლიერი
პაროლი;თუ თქვენ დააჭირეთ
მავნე ბმულს და შეიყვანეთ
ბარათის მონაცემები,
დაბლოკეთ ეს ბარათი
ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან
ან მომსახურე ბანკში
დარეკვით ეს ბარათი
გააუქმეთ და ახალი
აიღეთ;შეამოწმეთ თქვენი
ტელეფონი ვირუსების/მავნე
ფაილების
არსებობაზე;დარწმუნდით,
რომ ტელეფონზე ოპერაციული
სისტემის განახლებული
ვერსია გაქვთ დაყენებული.
თუ არა, ბოლო განახლება
დააყენეთ“, - აღნიშნულია
საქართველოს საბანკო
ასოციაციის
გაფრთხილებაში.