გიორგი სოსიაშვილი „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევაზე: ეს კვლევები ასახავს ჩვენი ხელისუფლების მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას, რადგან ყველა მიმართულებით სახელმწიფო შემდგარია

Primetime.ge 14 საათი წინ 6
გიორგი სოსიაშვილი „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევაზე: ეს კვლევები ასახავს ჩვენი ხელისუფლების მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას, რადგან ყველა მიმართულებით სახელმწიფო შემდგარია
ეს კვლევები ასახავს ჩვენი ხელისუფლების მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას, რადგან ყველა მიმართულებით სახელმწიფო შემდგარია, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.დეპუტატი გამოეხმაურა „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ანგარიშგების ფარგლებში ბიუროკრატიის და კორუფციის გლობალურ შეფასებას, რომლის თანახმადაც, მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის პროგრესით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია.„ეს ეხება ეკონომიკურ განვითარებას, უამრავი პროექტის განხორციელებას, მშვიდობის შენარჩუნებას, ჩვენი ქვეყნის მშვიდობის ოაზისად ქცევას. დაჟინებით ცდილობენ, რომ როგორღაც ეს გააქრონ და ომი დაატრიალონ ამ ქვეყანაში. რაც მთავარია, ეს აისახა კორუფციასთან ბრძოლაში. კვლევების თანახმად ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო ვართ და ასეც გაგრძელდება, იმიტომ რომ პრემიერმა და ჩვენმა მმართველმა გუნდმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს კორუფციას“, - განაცხადა სოსიაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია