საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის
სამინისტროს ინიციატივით,
პროგრამის „STEAM განათლება“
ფარგლებში,
მასწავლებლებისთვის
ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტის (KIU) ბაზაზე STEAM
ბანაკი ხორციელდება,
რომლის მიზანია, საჯარო
სკოლებში
საბუნებისმეტყველო,
ტექნოლოგიური და
შემოქმედებითი
მიმართულებების
გაძლიერება.STEAM ბანაკის
მეორე ნაკადის
მონაწილეებს განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრმა,
გივი მიქანაძემ
უმასპინძლა.მინისტრმა
პედაგოგებს მადლობა
გადაუხადა გაწეული
შრომისთვის და STEAM ბანაკის
პროექტის მნიშვნელობაზე
ესაუბრა.„მინდა, დიდი
მადლობა გადავუხადო
ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტის
ხელმძღვანელობას და ფონდ
„ქართუს“ იმისთვის, რომ
პირველი STEAM ბანაკი,
რომელსაც განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო
მასწავლებლისთვის
ახორციელებს, ამ მართლაც
არაჩვეულებრივ, მსოფლიო
სტანდარტების შესაბამის
გარემოში გაიხსნა. ასევე
მსურს, პატივისცემა
გამოვხატო ყველა იმ
ადამიანის მიმართ, ვინც ამ
ბანაკის იდეის ავტორი და
შემდგომში მისი
განმახორციელებელია.ჩვენი
მიზანია, STEAM კლუბები
მაქსიმალურად ბევრ
სკოლაში გაიხსნას, რათა
კიდევ უფრო მეტი
ახალგაზრდა ჩავრთოთ
საინტერესო და
მრავალფეროვან შემეცნებით
აქტივობაში. ძალიან
გვეიმედებით - თითოეული
თქვენგანის მიერ სკოლებში
განხორციელებული
საგანმანათლებლო
პროექტები ხელს უწყობს
ჩვენი მოსწავლეების STEAM
მიმართულებით
დაინტერესებას.მჯერა,
როდესაც დაუბრუნდებით
სკოლის კედლებს და ე.წ. STEAM
კლუბებს ჩამოაყალიბებთ,
მაქსიმალურად იზრუნებთ,
რომ ჩვენს ბავშვებს STEAM
საგნების მიმართ
განსაკუთრებული სიყვარული
და უფრო მეტი ინტერესი
გაუჩნდეთ.მასწავლებლები
ქვეყნისთვის
უმნიშვნელოვანეს საქმეს
აკეთებთ. თქვენი წარმატება,
ამ ქვეყნის წარმატებაა.
კიდევ ერთხელ, უდიდეს
მადლობას გიხდით
ფასდაუდებელი
საქმიანობისთვის და
პატივისცემას გამოვხატავ
თითოეული თქვენგანისა და
თქვენი მრავალათასიანი
დიდი ოჯახის მიმართ“, -
განაცხადა გივი
მიქანაძემ.შეხვედრა
კითხვა-პასუხის რეჟიმში
წარიმართა და
მასწავლებლებს
შესაძლებლობა მიეცათ,
მათთვის საინტერესო
საკითხებზე მინისტრისგან
მიეღოთ ინფორმაცია.STEAM
ბანაკი ორ ნაკადად ქალაქ
ქუთაისში, სსიპ ქუთაისის
საერთაშორისო
უნივერსიტეტის ბაზაზე
ხორციელდება – პირველ
ნაკადს KIU-მ 30 ივნისიდან 4
ივლისის ჩათვლით
უმასპინძლა, ხოლო მეორე
ნაკადისთვის ბანაკი 14
ივლისიდან - 18 ივლისის
ჩათვლით ტარდება.თითოეულ
ნაკადში მონაწილეობას 100
პედაგოგი იღებს. ბანაკში
მონაწილე
მასწავლებლებთან, მათი
მხარდაჭერის მიზნით,
სამუშაო შეხვედრები
პერმანენტულად
გაგრძელდება.ბანაკის
ფარგლებში დაგეგმილ
სამუშაო შეხვედრებზე,
აქცენტი კეთდება STEAM
მიმართულებით დავალებების
შემუშავებასა და STEAM
საგნების
(საბუნებისმეტყველო
მეცნიერებები,
ტექნოლოგიები, ინჟინერია,
ვიზუალური ხელოვნება,
მათემატიკა) ინტეგრირებულ
სწავლებაზე.პროგრამის „STEAM
განათლება“ ფარგლებში,
ჯამში 838 მასწავლებელი
დარეგისტრირდა.ტესტირების
საფუძველზე შეირჩა
საუკეთესო შედეგის მქონე 200
მასწავლებელი, რომლებიც
მონაწილეობას იღებენ
კლუბის ლიდერებისთვის
დაგეგმილ ერთკვირიან STEAM
ბანაკში.2025-2026 სასწავლო
წლიდან, შერჩეული ლიდერები
საკუთარ დამსაქმებელ
სკოლებში დააფუძნებენ STEAM
კლუბებს. წლის
განმავლობაში ჩატარდება
რეგულარული სამუშაო
შეხვედრები ლიდერებთან –
როგორც დისტანციურ, ისე
პირისპირ ფორმატში.
ამასთან, ისინი შექმნიან
საგანმანათლებლო და
ინოვაციურ პროექტებს და
მიღებულ პრაქტიკას
სასკოლო კლუბებში
დანერგავენ.ინფორმაციას
საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო
ავრცელებს.