„ბოლომდე მოვუსმინე, თან ვღრიალებდი და ასე შევედი კლინიკაში თვალცრემლიანი...“ - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა

Primetime.ge 4 საათი წინ 1
„ბოლომდე მოვუსმინე, თან ვღრიალებდი და ასე შევედი კლინიკაში თვალცრემლიანი...“ - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა
2023 წლის 21 ივნისს მოსკოვში უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა.გარდაცვლილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ლევანთან დაკავშირებულ პოსტებს პერიოდულად აქვეყნებს. გთავაზობთ მორიგ სტატუსს, რომელიც ლევანს და ანსამბლ ოდას უკავშირდება:„ კლინიკაში მიმავალ გზაზე რატომღაც ინსტინქტურად სალომემ რადიოს ხმას მოუმატა და თითქოს სპეციალურად, დენმა დამარტყა, ამ ხნის მანძილზე პირველად მოვისმინე ლევანიკოს ნამღერი რადიოს ერთ-ერთი ეთერიდან. მომენტალურად გათიშა, მაგრამ ვთხოვე აუწიე -მეთქი. ბოლომდე მოვუსმინე, თან ვღრიალებდი და ასე შევედი კლინიკაში თვალცრემლიანი. სახლში დაბრუნებულმა ეს ვიდეო ვნახე.რა უნდა ვთქვა აღარ ვიცი… რა ქნა, როგორ იცხოვრა, როგორ შეიყვარა ამდენი ადამიანი და როგორ შეაყვარა თავი ამდენ ადამიანს. განსაკუთრებით მათ, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია მასთან შეხვედრის საშუალება. ეს ბიჭები კი პეტერბურგში გაიცნო . მის მერე დღემდე ლევანიკო მათთან ერთადაა . მადლობა ბიჭებო მადლობა იმისთვის, რომ არაფერია იმაზე ძვირფასი და ღირებული, რასაც ადამიანობა ჰქვია,რასაც მეგობრობა ჰქვია.ამ ყველაფერს ფასი არა აქვს ჩემთვის შეუფასებელია თქვენი და ყველა იმ ადამიანის სიყვარული ჩემი შვილის მიმართ, ვისთვისაც ლევანიკო ისევ აქ და ჩვენთან , ყველა თქვენგანის გვერდით არის, გაიხარეთ. გულით დაგლოცავთ ლევანიკოს და ყველა თქვენგანის დედა“, - წერს მელიტა ფურცელაძე.ვიდეოს სანახავად გადადით აქ: 
სრულად წაიკითხეთ სტატია