რიკოთზე წუხელ ავტოსაგზაო
შემთხვევა მოხდა.არსებული
ინფორმაციით, ტრაილერი
მსუბუქი ავტომობილს
დაეჯახა.თვითმხილველების
თქმით, დაშავდა რამდენიმე
ადამიანი, ერთი კი
გარდაიცვალა. მათივე
ცნობით, დაღუპულია 3 წლამდე
ბავშვი.ავარიის გამო
რამდენიმე საათი
რიკოთზე
საავტომობილო
მოძრაობა შეზღუდული
იყო.„არ ვიცი, ახლა ამას აქ
რატომ ვწერ, დილის 05:16
საათია. ამ მანქანის წინ
ჩვენ ვმოძრაობდით,
ტრაილერმა გადმოკვეთა
ორმაგი უწყვეტი, ჩვენ
სასწაულებრივად
გადავრჩით, და აი, ეს მოხდა! 5
წლის ბავშვი წამებში
გარდაიცვალა! ცოცხალია
მშობლები და 2 შვილი, თუმცა
არ ვიცი, ამ მდგომარეობიდან
რა გამოიყვანთ... ერთი მინდა
გითხრათ, გაუფრთხილდით
თქვენს თავებს და სხვებს.
არავინ ვიცით, ჩვენ
გადაწყვეტილებებს რა
მოჰყვება. ძალიან გთხოვთ,
იარეთ ნელა!" - წერს
თვითმხილველი სოციალურ
ქსელში და ფოტოს
აქვეყნებს.ამ დროისთვის
რიკოთზე მოძრაობა
აღდგენილია.