Coldplay-ის კონცერტზე მომხდარი ინციდენტის გამო, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, აღმასრულებელი დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლა

Pnews 8 საათი წინ 5
Coldplay-ის კონცერტზე მომხდარი ინციდენტის გამო, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, აღმასრულებელი დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლა

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი სამსახურიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც Coldplay-ის კონცერტზე რომანტიკულ სკანდალში გაეხვია, ვიდეო კი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ვიდეოში, რომელიც თავდაპირველად მასაჩუსეტსის შტატის ფოქსბოროში, სტადიონის გიგანტურ ეკრანზე გამოჩნდა, წყვილი ერთმანეთს ეხვევა, თუმცა ეკრანზე გამოჩენის შემდეგ კამერას ემალებიან.

Coldplay-ის წამყვანმა ვოკალისტმა, კრის მარტინმა, წყვილის დამალვის ნახვის შემდეგ, მაყურებელს უთხრა: „ან რომანი აქვთ, ან უბრალოდ ძალიან მორცხვები არიან”. TikTok-ზე გამოქვეყნებულმა თავდაპირველმა ვიდეომ მილიონობით ნახვა დააგროვა. შემდეგ ის სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდა. მომხდარიდან ორი დღის შემდეგ, კომპანიამ X-ზე დაადასტურა, რომ მისი აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი გაათავისუფლეს.

Astronomer-მა განცხადება გაავრცელა: “Astronomer-ი ერთგულია იმ ღირებულებების და კულტურის, რომლებიც ჩვენი დაარსების დღიდან გვაქვს. დირექტორთა საბჭომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება დაიწყო და დამატებითი დეტალები ძალიან მალე გვექნება,”- ნათქვამია განცხადებაში.

Astronomer-ის – 1.3 მილიარდ დოლარზე მეტად შეფასებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი დაქორწინებულია. ის ფირმას 2023 წლის შუა რიცხვებიდან ხელმძღვანელობს და მსხვილი კორპორაციებისთვის მონაცემთა ინტეგრაციის ინსტრუმენტებს ავითარებს.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მისმა მეუღლემ განქორწინება მოითხოვა და საკუთარი გვარის დაბრუნება სურს.

The post Coldplay-ის კონცერტზე მომხდარი ინციდენტის გამო, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, აღმასრულებელი დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლა appeared first on PNews.ge.

სრულად წაიკითხეთ სტატია