საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილი,
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძესთან, პრეზიდენტ
მიხეილ ყაველაშვილთან,
თბილისის მერ კახა
კალაძესთან ერთად,
ვეტერანთა კულტურისა და
დასვენების (კიკვიძის)
პარკში იმყოფებოდა, სადაც
ვეტერანებს ფაშიზმზე
გამარჯვების დღე
მიულოცა.„დღეს ფაშიზმზე
გამარჯვების მე-80
წლისთავია, იმ დიდი
გამარჯვების, რომელშიც
ჩვენს ხალხს უდიდესი
წვლილი აქვს შეტანილი. 300
ათასი ჩვენი მოქალაქე
დაეცა ამ ბრძოლებში, 300
ათასი ქართველი შეეწირა
როგორც ჩვენი ქვეყნის
დაცვას ფაშიზმის და
ნაციზმისგან, ისე ევროპის
გათავისუფლებას
ნაციზმისგან. რომ არა ეს
მსხვერპლი, ევროპა დღეს არ
იქნებოდა ისეთი, როგორიც
არის. ამიტომ
მნიშვნელოვანია, რომ
ყველამ დააფასოს
დღევანდელი დღე და
დააფასოს ქართველი ხალხის
წვლილი მეორე მსოფლიო ომში
ნაციზმის დამარცხებაში“, -
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.საკანონმდებლო
და აღმასრულებელი
ხელისუფლების
წარმომადგენლებმა
კიკვიძის პარკში არსებული
მელიტონ ქანთარიას
მონუმენტი გვირგვინით
შეამკეს და მეორე მსოფლიო
ომში დაღუპულთა ხსოვნას
პატივი მიაგეს.დღეს, 9 მაისს,
მეორე მსოფლიო ომში
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80
წელი შესრულდა.