It was unfair the messages we read in the McCain Institute report, where they directly write that everything should be done to prevent the election from being recognized as legitimate - Sozar Subari

Primetime.ge 3 weeks ago 31
It was unfair the messages we read in the McCain Institute report, where they directly write that everything should be done to prevent the election from being recognized as legitimate - Sozar Subari
საქართველოზე მიმდინარე უპრეცედენტო ზეწოლის მიზეზები განმარტა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან საუბრისას. მან ესპანური საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის დასკვნა მოიშველია, რომლითაც საქართველო დემოკრატიის განვითარების კუთხით ბევრ განვითარებულ დასავლურ დემოკრატიას უსწრებს. ცნობისთვის, „Coordenadas de Gobernanza y Economia Aplicada”,-ის კვლევა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გამოაქვეყნა.„ჩემმა კოლეგამ, გიორგი ვოლსკიმ გამოაქვეყნა ვრცელი ინფორმაცია, სადაც გამოყენებულია ცნობილი ესპანური ინსტიტუტის „Coordenadas de Gobernanza y Economia Aplicada”-ის კვლევა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის ხარისხს ევროპის ქვეყნებს, უკრაინას და მოლდოვას ადარებს. საუბარია სხვადასხვა სფეროზე - გამოხატვის თავისუფლება, პატიმრების უფლებები, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, ბიუჯეტის გამჭვირვალობა, ზოგადად ხელისუფლების გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ვალდებულება და ა.შ. სწორედ ამ ინსტიტუტის დასკვნაა, რომ ამ სფეროებში საქართველო გაცილებით მაღლა დგას ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე და ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზეც კი.მიკერძოებულად რომ არ ჩაითვალოს, თუ რატომ ეყრდნობა ის მხოლოდ ერთი კვლევითი ინსტიტუტის დასკვნას, წერილში მოყვანილია არაერთი სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშები. მათ შორისაა გაეროს სხვადასხვა შეფასება, რომლებიც ყოველდღიურად ქვეყნდება და რომლის მიხედვითაც საქართველო დემოკრატიის ხარისხით არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში" - განაცხადა სოზარ სუბარმა.შეკითხვას, თუ რატომ იღებს ასეთი აღიარების პირობებში საქართველო კრიტიკას, სოზარ სუბარმა უპასუხა, რომ ამის მიზეზია საქართველოს მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩაერთვება.„ან ომში ჩაერთვები, ან მტრად გამოგაცხადებთ! - ასეთია ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის პოზიცია, შუა არ არსებობს. ხოლო თუ მტრად გაცხადებენ, შემდეგ ყველაფერს აკეთებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში გაგაშავონ და ზეწოლის ყველა მეთოდს იყენებენ, რომ ან მათი თამაშის წესები მიიღო, ან ქვეყანაში არეულობა მო?
Read Entire Article