Instagram imposes strict restrictions on teenagers - what Teen Accounts offers

Primetime.ge 3 months ago 98
Instagram imposes strict restrictions on teenagers - what Teen Accounts offers
Meta თინეიჯერების უსაფრთხოებაზე ზრუნვას აგრძელებს და ამჯერად ინსტაგრამის ახალ ფუნქციას  გვაცნობს - Teen Accounts ახალგაზრდებისთვის სოციალური მედიის გამოცდილებას მეტად უსაფრთხოს გახდის. კომპანიის განცხადებით, მასში დამცავი მექანიზმები იქნება ჩაშენებული, რომელიც  18 წლამდე მომხმარებლებისთვის ავტომატურად გააქტიურდება. Teen Accounts-ს ასევე მოიცავს კონფიდენციალურობის პარამეტრებსაც, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები თავად გააკონტროლებენ, თუ ვის და რა რაოდენობით შეეძლებათ მათთან ინტერაქცია. თინეიჯერებს შეეძლებათ, თავად გადაწყვიტონ, ახალი მიმდევრები დაიმატონ თუ არა, ხოლო უცხოები ვერც მათ პოსტებს ნახავენ და ვერც შეტყობინებას გაუგზავნიან. მიზანი არასასურველი კონტაქტისა და ონლაინ ჩაგვრის თავიდან აცილებაა, რასაც ახალგაზრდა აუდიტორიისთვის უსაფრთხო გარემომდე მივყავართ.ბავშვების უსაფრთხოებაში როლს მშობლებიც ითამაშებენ. 16 წლამდე პირებისთვის კონფიდენციალურობის პარამეტრებში ცვლილება მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება შესაძლებელი. ამიტომ, ინსტაგრამმა დამატებითი ხელსაწყოები შემოიტანა, რომელიც მშობლებს ბავშვების აქტივობებზე თვალყურის დევნებისა და ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვის საშუალებას მისცემს. თუ იმაზე გეფიქრებათ, რომ მოზარდები ინსტაგრამის ანგარიშში ყალბ ასაკს შეიყვანენ , გეტყვით, რომ მას უკვე აქვს ასაკის გადამოწმების ფუნქციონალი, რაც ინდივიდის წლოვანების ვიდეოსელფით ან ID-ით დადასტურებას მოიაზრებს. 
Read Entire Article