As part of Donald Trump's presidential campaign, a post was published on the social network, where a photo of Georgia was used instead of the state of Georgia.

Primetime.ge 3 months ago 84
As part of Donald Trump's presidential campaign, a post was published on the social network, where a photo of Georgia was used instead of the state of Georgia.
რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის ახალი საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, სადაც, ჯორჯიის შტატის ნაცვლად, საქართველოს ფოტო იყო გამოყენებული. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ განთავსებულ პოსტში ტრამპის კამპანიის გვერდი მოუწოდებდა ჯორჯიის შტატის ამომრჩევლებს, შეემოწმებინათ, დარეგისტრირდნენ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად. პოსტს თან ახლდა ქარდი მთის გამოსახულებით. ეს მთა კი არა ჯორჯიის შტატში, არამედ საქართველოში მდებარეობს.„მხოლოდ რამდენიმე ხმა გადაწყვეტს ამ არჩევნებს. ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ ინფლაცია, დავიცვათ ჩვენი საზღვრები, შევამციროთ გადასახადები და დავაბრუნოთ ამერიკის სიდიადე!“ – ნათქვამია პოსტში.მედია წერს, რომ საარჩევნო რეკლამაზე დატანილი ფოტო ვებგვერდ Shutterstock-ზე იყიდება, სადაც დაადასტურეს, რომ ის საქართველოშია გადაღებული.დონალდ ტრამპის აღნიშნული საარჩევნო პოსტი სოციალური ქსელიდან უკვე წაშლილია.
Read Entire Article