41-year-old Bravo is ready to replace Ter Stegen

News.ge 2 months ago 132
41-year-old Bravo is ready to replace Ter Stegen

“ბარსელონას” მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, “ვილიარეალთან” მატჩისას მარჯვენა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, 7-9 თვე მკურნალობა დასჭირდება და ამ სეზონში ვერ ითამაშებს.
41 წლის კლაუდიო ბრავომ განაცხადა, რომ თუ “ბარსელონა” მიიპატიჟებს, კარიერას განაახლებს და ტერ შტეგენს შეცვლის.
ბრავომ გასულ სეზონში “ბეტისში” ყველა ტურნირზე 14 შეხვედრაში, აგრეთვე ჩილეს ნაკრებში ამერიკის თასზე მიიღო მონაწილეობა და აგვისტოში თამაშს თავი დაანება.
ბრავო კატალონიურ გუნდში 2014 წელს “სოსიედადიდან” გადავიდა, 2017 წელს კი “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგდა.

Read Entire Article